საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენა დუბლინში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დუბლინის ციხე-სიმაგრეში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის  ორგანიზებით, ქართული ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები და მოიცავს მე-12 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე პერიოდს.

ფოტოგამოფენა საზეიმოდ გაიხსნა 30 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღების ფარგლებში,  იგი დუბლინის ციხე-სიმაგრის საგამოფენო სივრცეში 2018 წლის 31 აგვისტომდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლისათვის.

აღსანიშნავია, რომ დუბლინის ციხე-სიმაგრე ირლანდიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.