საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

2018 წლის 7 ნოემბერს, ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია - "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ”/ “Motion on support for the territorial integrity of Georgia and its integration into the European Union“, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

რეზოლუციის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სენატი მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს; ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.  

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.

სენატი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ურთიერთობები კიდევ უფრო  გაღრმავდება ორმხრივ  და მრავალმხრივ ფორმატში.

Resolution- Irish Senate.docx