ირლანდიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე, საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის – http://www.geoconsul.gov.ge მეშვეობით.
ამ ვებ–გვერდის გამოყენებით, თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
აქვე გაცნობებთ საკონსულოში ვიზიტისა და სატელეფონო კონსულტაციის შესახებ ინფორმაციას:
საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით საკონსულოში ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.
მიღების დღეები: ორშაბათი–ხუთშაბათი
მიღების საათები: 10:00–13:00
სატელეფონო კონსულტაცია წარმოებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე და 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა.
საკონსულოს ტელეფონის ნომერი: +353 1 905 9575
საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი: +353 87 3427472
საკონსულოს ელ.ფოსტა: [email protected]
მისამართი: 17 მორჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ 4 (17 Morehampton Road, Donnybrook, Dublin 4)