საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი კავანის საგრაფოს ესტუმრა

2018 წლის 13  სექტემბერს გაიმართა ირლანდიაში  საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის ვიზიტი კავანის საგრაფოში, სადაც  მან შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან (Madeleine Argue),  საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთნ ტომი რიანთან (Tommy Ryan) და სენატორ დერმუდ ვილსონთან (Diarmuid Wilson). 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ირლანდიას შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარება. მხარეებმა ისაუბრეს ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების აუციელბლობასა და განთლების, ტურიზმის და ბიზნესის სფეროებში  სექტორული თანამშრომშრომლობის გაღრმავების  შესაძლებლობებზე. 
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შედგა შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, კავანის საგრაფოს დეპუტატთან, ბრენდან სმიტთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ირლანდიას შორის საპარლამენტო განზომილების გააქტიურების და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.