საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა

დღეს, 2018 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია დუბლინში საქართველოს საელჩოში, სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 25 წლისთავთან დაკავშირებით 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი და საქართველოს განუყოფელი, ძირძველი რეგიონი - აფხაზეთი ხელში ჩაიგდეს რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ მხარდაჭერილმა არალეგალურმა სამხედრო დაჯგუფებებმა.
სოხუმის დაცემას მოჰყვა ქართველების მასობრივი მკვლელობები და ასობით ათასი ქართველის წინააღმდეგ განხორციელდა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა.
ხსენებული მოვლენებიდან 25 წლის შემდეგაც გრძელდება სოხუმის და ჩვენი აფხაზეთის უკანონო ოკუპაცია რუსეთის მიერ.
ამ ტრაგიკულ დღეს, ვიგონებთ და პატივს მივაგებთ ყველა იმ ქართველს, ყველა იმ ქალს და კაცს, რომლებმაც გმირულად დადეს თავი სოხუმის და აფხაზეთის დაცვაში, ასევე, იმ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც აღმოჩნდა უდანაშაულო მსხვერპლი.