საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში

2019 წლის 17 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც დუბლინში ყოველწლიურად იმართება დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით. ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული კუთხე, ღვინითა და ტრადიციული ქართული კერძებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო საქველმოქმედო ბაზარში უკვე მეოთხე​ წელიწადია მონაწილეობს და ქართული კუთხე ირლანდიელი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს