საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო პოლიტიკის წარმატებები გააცნო

31 იანვარს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
 

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოში სხვადასხვა სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული და  მიმდინარე რეფორმები, კონკრეტული  სამინისტროების საქმიანობა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური  ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები, ასევე კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება და  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი  დიასპორული ვებ-პორტალის www.gda.ge შესახებ, რაც ხელს უწყობს დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტურ და ოპერატიულ კომუნიკაციას და მათ საშუალებას აძლევს  ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო სერვისების შესახებ.