საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს,შონ ო'ფარელს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გეგმები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნებმა უნდა დაძლიონ.
შონ ო’ფარელის თქმით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და ირლანდია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.