ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ძვირფასო სტუმრებო,

Ireland/Archeuli.jpgმაქვს პატივი, მოგესალმოთ ირლანდიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობებისა და საელჩოს საქმიანობის თაობაზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველომ, რომელიც ისტორიულად და კულტურულად ევროპის განუყოფელი ნაწილია, დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები განახორციელა ქვეყანაში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით. ჩვენი მიზანი მკაფიო და ურყევია -  ერთიანმა, ძლიერმა და დემოკრატიულმა საქართველომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპული ქვეყნების ოჯახში. ამ მეტად საპასუხისმგებლო გზაზე უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, ისევე, როგორც მათ მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში შეძენილი ღირებული გამოცდილების გაზიარება.

საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წელს დამყარდა და ირლანდიის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ევროპული ღირებულებები აერთიანებს. საქართველოს საელჩოს მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ირლანდიის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული კავშირების გამყარებასა და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მოიპოვებთ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გიორგი ზურაბაშვილი

საქმეთა დროებითი რწმუნებული

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ