ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ურთიერთობები ირლანდიასა და საქართველოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირლანდიას შორის დამყარდა 1996 წლის 12 სექტემბერს.

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულები ირლანდიაში:
გიორგი ზურაბაშვილი 10.08.2014-დან დღემდე
გიორგი ჯანჯღავა 2013 - 2014
ირაკლი კოპლატაძე 2010 - 2013

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ირლანდიაში (რეზიდენციით ლონდონი):
გიორგი ბადრიძე 2009 - 2013
გელა ჩარკვიანი 2006 - 2009
ამირან კავაძე 2004 - 2006
თეიმურაზ მამაცაშვილი 1995 - 2004

ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

მაიკლ ფორბსი (H.E.. Mr. Michael Forbes) 2016 - დღემდე (რეზიდენციით სოფია)
ჯონ ბიგარი (H.E. Mr. John Biggar) 2010-2015 (რეზიდენციით სოფია)
ჯეფრი ქითინგი (H.E. Mr. Jeffrey Kitting) 2008 - 2010 (რეზიდენციით სოფია)
ჯასტინ ჰარმანი (H.E. Mr. Justin Harman) 2004 - 2007 (რეზიდენციით მოსკოვი)
ჯეიმს შარკი (H.E. Mr. James Shark) 2002 - 2004 (რეზიდენციით მოსკოვი)
დევიდ დონგი (H.E. Mr. David Dong) 2000 - 2002 (რეზიდენციით მოსკოვი)
რონან მერფი (H.E. Mr. Ronan Murphy) 1996 - 2000 (რეზიდენციით მოსკოვი)

 

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნამ.

ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, არის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდამჭერი. ირლანდიას წვლილი შეაქვს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) 3 ირლანდიელი დამკვირვებლის მონაწილეობით გამოიხატება.

დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდგომ დინამიურად ვითარდება საქართველო-ირლანდიის ურთიერთობები ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების და სხვა დარგობრივი მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, ირლანდია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ამასთან, საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა ირლანდიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს მიერ ინიცირებულ მსოფლიო კამპანიას „Global Greening", რაც ხელს უწყობს ირლანდიაში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ირლანდიელი ვიზიტორების მოზიდვას.

საქართველოსა და ირლანდიას შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 2 შეთანხმებას და არეგულირებს თანამშრომლობას საჰაერო ტრანსპორტისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის სფეროებში.

საქართველოს საელჩო ირლანდიაში
მისამართი: 17 მორეჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ 4
ტელ: +353 1 9059191
e-mail: dublin.emb@mfa.gov.ge

ირლანდიის საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. სოფია)
მისამართი: ბაჩო კიროს ქუჩა 30, ქ. სოფია
ტელ: + 359 2 985 3425
ფაქსი: + 359 2 983 3302

ბმულები:

საქართველოში ირლანდიის საელჩო (რეზიდენციით ქ. სოფია):
https://www.dfa.ie/irish-embassy/bulgaria/

ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი:
https://www.dfa.ie/

ირლანდიის ოირექტასი (პარლამენტი):
http://www.oireachtas.ie/parliament/


ირლანდიის პრემიერ-მინისტრის ოფისი:
http://www.taoiseach.gov.ie/eng/

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ