ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2017 წლის 17 იანვარს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაციამ, პრეზიდენტ ენდრიუ დიქსის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტი გამართა.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის, რაც ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-ირლანდიის საგანმანათლებლო ურთიერთობებში და საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს დაეუფლონ სასურველ სპეციალობებს, გაიღრმავონ ცოდნა და პროფესიული გამოცდილება.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თეიმურაზ მურღულიასთან, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთან ნინო ჭელიძესთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ