ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკლ ჰილი-რეის შეხვდა

2017 წლის 14 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მაიკლ ჰილი-რეისთან.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე საკითხები, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი და სამომავლო მოლოდინები.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა საქართველოს წინსვლა და რეფორმები ევროინტეგრაციის გზაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ დროებით რწმუნებულს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და საქართველოს მთავრობის რეფორმებს რაც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონალური ჰაბის ფუნქციების უკეთ გამოყენებას.

ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ირლანდიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეპუტატი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ