ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 16 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების მხრივ არსებული შესაძლებლობები, მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და საქართველოს რეგიონალური და სატრანზიტო მნიშვნელობა. ამასთან, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა სხვადასხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე - საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე, ენერგეტიკაზე, სოფლის მეურნეობაზე და სხვ,.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია საქართველოს საელჩოსა და ირლანდიაში მოქმედი სავაჭრო პალატის - ირლანდია-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სავაჭრო პალატა „i-Cham" ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და მას ირლანდიის ბიზნეს გაერთიანებებისა და სხვადასხვა სექტორებში (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, საკონსულტაციო და ფინანსური მომსახურება, ენერგეტიკა, ღვინის იმპორტი და ა. შ.) მოქმედი ირლანდიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ