ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ვიზიტი ქალაქ ლიმერიკში

2017 წლის 27-28 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის ქალაქ ლიმერიკს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრები გამართა ლიმერიკის ქალაქისა და საგრაფოს მერთან კიერან ო'ჰანლონთან,ლიმერიკის ქალაქისა და საგრაფოს საბჭოს ეკონომიკური განვითარების დირექტორატის უფროს აღმარულებელ ოფიცერთან პატ ფიცჯერალდთან, ლიმერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან ჯეიმს რინგთან, ირლანდიის პარლამენტის წევრებთან - დეპუტატ მორის ქუინლივანთან და სენატორ მარია ბერნთან, ასევე, ინტერვიუ მისცა წამყვან ადგილობრივ გამოცემას „Limerick Leader".

ამასთან, საქმეთა დროებითი რწმუნებული ეწვია ლიმერიკის უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან დონ ბარისთან და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები და აღნიშნული მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობისათვის მზაობა დადასტურდა.

ლიმერიკში ვიზიტის ფარგლებში, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ასევე, შეხვდა ლიმერიკის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს. შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობასა და საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, ასევე, მოისმინა სტუდენტების ხედვა ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ და სტუდენტებს შემდგომი წარმატებები უსურვა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ