ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საელჩომ კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ქართული კუთხე წარმოადგინა

2017 წლის 22 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე" ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema" გამართულ ღონისძიებაში.

საქართველოს საელჩომ საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, აგრეთვე, სუვენირები და მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ქართულმა კუთხემ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად ჩაერთო.

მიმდინარე წელს ირლანდიაში „ფრანკოფონიის თვე" 1 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით იმართება, დუბლინში განლაგებული 25 საელჩოსა (არგენტინა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, ჩეხეთი, ეგვიპტე, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, კორეა, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, მაროკო, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები) და ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრის „Alliance Française" ერთობლივი ორგანიზებით. „ფრანკოფონიის თვის" პროგრამა მრავალფეროვანია და რიგ კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
           
2 3 4 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 20 21 22
23 24 25 26 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ