ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა გაიხსნა

2017 წლის 5 აპრილს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, სახელწოდებით "Life and Language in Georgia".

გამოფენა ოფიციალურად გახსნეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, დან ლირის საგრაფოს მერმა კორმაკ დევლინმა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მარიან ქიისმა, რის შემდეგაც ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies". ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დაგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის სამთავრობო უწყებების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ამასთან, საელჩოს ინიციატივით, დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამახსოვროდ გადაეცა ქართული ანბანის ამსახველი ფოტოსურათი.

გამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დან ლირის ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით იმართება და მის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა". გამოფენა მიზნად ისახავს ირლანდიაში საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ირლანდიელი ვიზიტორების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.

გამოფენა დან ლირის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 29 მაისამდე გაგრძელდება და იგი ღიაა დამთვალიერებლებისათვის.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 3 4 5
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ