ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დუბლინში მხატვრული ფილმის „როცა ოთარი წავიდა“ ჩვენება გაიმართა

2017 წლის 26 აპრილს, დუბლინში, დან ლირის კინოთეატრში მხატვრული ფილმის „როცა ოთარი წავიდა" ჩვენება გაიმართა.

ფილმის ჩვენებამდე, საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა, ხოლო ჩვენების დასრულების შემდეგ, კინომოყვარულებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოზე, ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ქართულ კინემატოგრაფიაზე.

აღსანიშნავია, რომ ფილმი „როცა ოთარი წავიდა" ფრანგი რეჟისორის ჟული ბერტუჩელის ნამუშევარია, მოქმედება თბილისსა და პარიზში ხდება და მასში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. 2003-2004 წლებში ფილმი ნაჩვენები იქნა არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე, ამასთან, ფილმს მოპოვებული აქვს კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის გრან-პრი და ფრანგული კინოპრემია „სეზარი" რეჟისორის საუკეთესო პირველი ნამუშევრისათვის.

ფილმი დან ლირის კინოთეატრში საჩვენებლად შერჩეულ იქნა ირლანდიელ კინომოყვარულთა კლუბის მიერ და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ