ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი სამუშაო ვიზიტით კლერის საგრაფოს ეწვია

2017 წლის 8-9 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა კლერის საგრაფოში.

ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები კლერის საგრაფოს აღმასრულებელ მმართველთან პატ დოულინგთან, კლერის საგრაფოს საბჭოს მერთან ბილ ჩამბერსთან, ენისის მუნიციპალური ოლქის მერთან ენ ნორტონთან, შენონის მუნიციპალური ოლქის მერთან ჯონ ქროუსთან, შენონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან ჰელენ დოუნსთან, ენისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან უილიამ კაჰირთან, ირლანდიური ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი უმსხვილესი კონსორციუმის "Travelsavers" გენერალურ მენეჯერთან მერი კინგთან და "Shannon Group"-ის ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორთან მეთიუ ტომასთან. ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ინტერვიუ მისცა წამყვან ადგილობრივ გამოცემას „Clare Champion".

შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები. კერძოდ, კლერის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა კლერის საგრაფოსა და საქართველოს რომელიმე რეგიონის დაძმობილების საკითხი, ხოლო შენონისა და ენისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებთან საუბარი შეეხო პალატების წევრი კომპანიებისათვის საქართველოს შესახებ ბიზნეს პრეზენტაციის გამართვის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ კლერის საგრაფოს ხელმძღვანელობამ დაადასტურა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობისათვის მზაობა, ასევე, შენონისა და ენისის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს სურვილი, მიმდინარე წლის განმავლობაში უმასპინძლონ ღონისძიებას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის თაობაზე.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ