ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს დენის ო’დონოვანს შეხვდა

2017 წლის 10 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან დენის ო'დონოვანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე საკითხები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ მიმართულებით მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი და სამომავლო მოლოდინები. ასევე, სენატის თავმჯდომარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-აშშ-ის უაღრესად მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში მიმდინარე ვიზიტის თაობაზე.

სენატის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა როგორც საქართველო-ირლანდიის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, ასევე ქვეყნის წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მან აქვე დაადასტურა ირლანდიის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროიტეგრაციის მიმართ და აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე, შეხვედრაზე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სენატის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით მოიწვია, რასთან დაკავშირებითაც მან წინასწარი თანხმობა განაცხადა.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ