ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში დასასვენებლად იწვევს

პროგრამა „მომავლის ბანაკი" ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში დასვენების მიზნით იწვევს საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს, ხოლო  პროგრამის განხორციელების პერიოდია: პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო, მეორე ნაკადი:  5-11 აგვისტო, მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

პროგრამას „მომავლის ბანაკი" ახორციელებს საქართველოს მთავრობა და იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასვენების მსურველთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმდინარე წლის 29 მაისამდე მოგვაწოდოთ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: dublin.emb@mfa.gov.ge:

  • ადგილსამყოფელი სახელმწიფოს და ქალაქის დასახელება;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
  • სკოლის დასახელება;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (ორიგინალი თან იქონიეთ);
  • მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორიგინალი თან იქონიეთ);
  • მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ორიგინალი თან იქონიეთ);
  • მონაწილის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა (ორიგინალი თან იქონიეთ).

„მომავლის ბანაკის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/cync.ge ან დაუკავშირდეთ ირლანდიაში საქართველოს საელჩოს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: dublin.emb@mfa.gov.ge.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ