ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

2017 წლის 26 მაისს, ირლანდიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ურსა", ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის" დასის მოცეკვავეებმა და დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლმა „National Rhythm of Georgia", რომელთაც ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე შეკრებილ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მიულოცა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატებები უსურვა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ