ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის რაგბის ფედერაციის (IRFU) ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ორს შეხვდა

2017 წლის 29 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის რაგბის ფედერაციის (IRFU) ვიცე-პრეზიდენტთან ფილიპ ორთან, რომელიც ირლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი 2018-2019 წლების ვადით გახდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს მ.წ. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოში დაგეგმილ მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე და ირლანდიის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ირლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს 2023 წელს მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის ჩატარებას ირლანდიაში და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ირლანდიის რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს მ.წ. ივნისში ეწვევიან.

შეხვედრის დასასრულს ფილიპ ორმა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ