ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

2017 წლის 1 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან ბრენდან სმიტთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა და ბრენდან სმიტმა დაადასტურა, რომ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს მ.წ. ივლისის თვეში ეწვევა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მეორე ვიზიტი საქართველოში, 2015 წლის ივლისში საქართველოს ზემოხსენებული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე პატ ბრინი ეწვია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ