ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

2017 წლის 12 ივნისს, დუბლინის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოსა და ირლანდიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესზე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

დუბლინის ლორდ-მერმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება, ასევე, დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს შესახებ ფოტოსურათებისა და ქართული ანბანის გამოფენა, სახელწოდებით "Life and Language in Georgia", სადაც წარმოდგენილია საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების, უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა".

ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დუბლინში მოქმედმა ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies", რომლის მიერ შესრულდა საქართველოსა და ირლანდიის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე,  ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქართული დიასპორის, მედიის, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დუბლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ