ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკლ ჰილი-რეის შეხვდა

2017 წლის 27 ივნისს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ მაიკლ ჰილი-რეისთან.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებული მიმდინარეობა, ამ მიმართულებით მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტზე და დეპუტატ ჰილი-რეის სამიტისათვის საქართველოს პრიორიტეტებისა და მოლოდინების თაობაზე ვრცლად ესაუბრა. ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეპუტატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის, რასაც პირადად მაიკლ ჰილი-რეი და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრები საკომიტეტო სხდომებისას ადასტურებენ.

ამასთან, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეპუტატი ჰილი-რეი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თავის მხრივ, ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის სახელით დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ახლო მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ