ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დუბლინის ახლადარჩეულ ლორდ-მერს შეხვდა

2017 წლის 7 ივლისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ლორდ-მერის რეზიდენციას ეწვია, სადაც გაცნობითი შეხვედრა გამართა ახლადარჩეულ ლორდ-მერთან მიჰოლ მაკდონასთან.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიჰოლ მაკდონას მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩოსა და დუბლინის ქალაქის საბჭოს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და დუბლინის ლორდ-მერმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის მზადყოფნა.

ასევე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მიჰოლ მაკდონა, როგორც თბილისთან დამეგობრული ქალაქის მერი, ვიზიტით თბილისში მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ თბილისი და დუბლინი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც 2014 წლის დეკემბერში, თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 6 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ