ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“ ირლანდიის გოგონა გაიდების საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობს

2017 წლის 2 აგვისტოს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის გოგონა გაიდების საერთაშორისო ბანაკს ეწვია, სადაც ბანაკის ქართველი მონაწილეები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაციის 20 წარმომადგენელი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ჟვანია-ტაისონის თაოსნობით, ირლანდიაში, როქუელის კოლეჯში განთავსებულ ირლანდიის გოგონა გაიდების საერთაშორისო ბანაკში „IGGNITE 2017" მონაწილეობს.

„IGGNITE 2017", სადაც მონაწილეობს 10-იდან 16 წლამდე 1500 გოგონა სკაუტი 7 სხვადასხვა ქვეყნიდან არის გოგონა გაიდების ყველაზე მასშტაბური ბანაკი, რომელიც აქამდე ირლანდიაში გამართულა.

ბანაკი მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს და მიზნად ისახავს მონაწილეებში ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარებას, სოციალური და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ასევე, გენდერული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და დახმარების პრინციპების განმტკიცებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 3 4 5
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ