ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ირლანდიელ კოლეგას შეხვდა

8.09.2017 ქ.ტალინი, ესტონეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან საიმონ კოვენისთან.

მინისტრების შეხვედრა ქ.ტალინში ევროკავშირის წევრი ქვეყნების და "აღმოსავლეთ პარტნიორი" სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რასაც ხელო შეუწყო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ამოქმედებამ.მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები თანამშრომლობის შემდგომ გასაღრმავებლად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ირლანდია დაინტერესებულია განავითაროს კავშირები რეგიონთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის რეფორმირების თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ საქართველო თანდათან ყალიბდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და საინვესტიციო ჰაბად რეგიონში და მნიშვნელოვან ინტერესს იძენს ევროპა-აზიის სავაჭრო და სატრანზიტო კავშირების თვალსაზრისით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის აღინიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ