ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში დიდი შიმშილობის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში

2017 წლის 30 სექტემბერს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში დიდი შიმშილობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში, რომელიც ბალინგარში, ტიპერარის საგრაფოში გაიმართა.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს ეროვნული სიმბოლიკით შემკული გვირგვინით პატივი მიაგო 1845-1851 წლებში ირლანდიაში დიდი შიმშილობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა და კულტურის, მემკვიდრეობისა და ირლანდიურ ენაზე მოსაუბრე რეგიონების მინისტრმა ჰიზერ ჰამფრისმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ