ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა

2017 წლის 4 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შონ ო'ფარელთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე საკითხები, ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესსა და მ.წ. 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტის მოლოდინებზე. ამასთან, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა ირლანდიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ და გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 5 7
8 9 10 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ