ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში ევროკომისარს შეხვდა

2017 წლის 6 ოქტომბერს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში ევროკომისართან ფილ ჰოგანთან.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელსაც უკვე თვალსაჩინო სარგებელი მოაქვს და საქართველო წარმატებით ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

ასევე, შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ევროკომისარ ფილ ჰოგანს გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოწვევა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისარი საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ