ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიის ვიცე-პრემიერს, ბიზნესის, მეწარმეობისა და ინოვაციების მინისტრს ფრენსის ფიცჯერალდს შეხვდა

2017 წლის 11 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის ვიცე-პრემიერთან, ბიზნესის, მეწარმეობისა და ინოვაციების მინისტრთან ფრენსის ფიცჯერალდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოსა და მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური რეფორმების თაობაზე, ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო, საკუთარი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით, უდიდეს პოტენციალს სთავაზობს იმ ირლანდიელ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო მიმართულებებს ეძებენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ბიზნეს, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ