ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

31.10.2017 ქ. თბილისი - 2017 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან დენის ო'დონოვანთან, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მიმოიხილა საქართველო-ირლანდიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს მ/წლის 2017 წლის 23 თებერვალს პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის მიერ მიღებული მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროინტეგრაციას ეხმიანება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიელ პარლამენტარებს გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გამყარებას.

ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პარლამენტარებმა აგრეთვე გამოხატეს სრული მზაობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

ირლანდიელმა პარლამენტარებმა, აღნიშნეს რა ირლანდიასა და საქართველოს შორის არსებული ბევრი მსგავსება, ხაზი გაუსვეს ურთიერთმხარდაჭერისა და თანადგომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ