ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული დიასპორის საყურადღებოდ!

ძვირფასო თანამემამულეებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, დიასპორასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებში შესაძლებელი იქნება თვეში ორჯერ შეხვედრის გამართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან.

შეხვედრებზე მოქალაქეებს ექნებათ საშუალება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაუზიარონ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თავის მხრივ, საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს კომპეტენციის ფარგლებში მიაწვდის ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის ხუთშაბათს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: 17 მორჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ 4.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, ერთი კვირით ადრე დაგვიდასტუროთ საელჩოში თქვენი სტუმრობის შესახებ, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: dublin.emb@mfa.gov.ge ან დარეკოთ შემდეგ ტელ. ნომერზე: 00 353 1 905 9191. წერილში ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ საკითხი, რომლის განხილვაც გსურთ ჩვენთან შეხვედრაზე.

ცხადია, ირლანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კვლავ ექნებათ საელჩოსთან და მის საკონსულო სამსახურთან კომუნიკაციის საშუალება მუდმივ რეჟიმში. საელჩოსთან დაკავშირება კვლავაც შესაძლებელია ტელეფონის ან ელ. ფოსტის საშუალებით, საელჩოში გამოცხადების გარეშეც.

საკონსულო სამსახურში მოქალაქეების მიღების დღეებია ორშაბათი-პარასკევი 09.30-დან 18.00 სთ-მდე (წინასწარი ჩაწერით). სხვა საკითხებთან დაკავშირებით ან გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლებელია დაკავშირება შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 00 353 87 690 6864. 

საქართველოს საელჩო ირლანდიაში 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ