ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირლანდიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე დისკუსია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

10.11.2017 ირლანდია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირის საბჭოს ესტონეთის თავმჯდომარეობის, ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „საქართველოს ევროპული გზა".

მინისტრის მოადგილე ღონისძიების მთავარი მომხსენებელი იყო და თავის გამოსვლაში მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში. მიღწეულ პროგრესთან ერთად, მან აქცენტი ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, რათა მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მნიშვნელობას ევროკავშირთან მომავალზე ორიენტირებული და პრაქტიკულ შედეგებზე ფოკუსირებული თანამშრომლობის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

ღონისძიების საპატიო სტუმარი და გამომსვლელი იყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი საჯად კარიმი, მისის განცხადებით საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც ქვეყანამ უზარმაზარი ძალისხმევა გასწია და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული მისწრაფებებით გამორჩეულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის. საჯად კარიმმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს, როგორც გეოგრაფიულად ევროპულ ქვეყანას, ლეგიტიმური უფლება აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი, იმ პირობით თუ ის დაიცავს საერთო ევროპულ ფასეულობებს. მისი განცხადებით, ანალოგიური მიდგომა დაფიქსირებულია ევროპარლამენტის ანგარიშში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში კენჭი ეყრება პლენარულ სესიაზე. ევროპარლამენტარის თანახმად, აღნიშნული ანგარიში ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას სთავაზობს კონკრეტულ ინიციატივებს ამბიციურ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ასოცირებული პარტნიორებისთვის მათ მიერ განსახორციელებელი კომპლექსური რეფორმების ადეკვატური დახმარების გაწევის კუთხით მეტი-მეტისათვის პრინციპის შესაბამისად.

ღონისძიებაზაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ აგრეთვე ირლანდიაში ესტონეთის ელჩი კრისტი კარელსონი, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯერი ქაილი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი ლოურენს მერედიტი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტმანეტის მეორე გენერალური მდივანი რორი მონტგომერი, ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჯეიმს ტემპლ-სმითსონი. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ბარი ენდრიუსი. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობით" გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას მოსახლეობისთვის მეტი კონკრეტული სარგებლის მოტანის მიზნით. ამ კონტექსტში აღნიშნა ევროაკვშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „20 შედეგი 2020 წლისათვის" რომელიც კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულ სამოქმედო გეგმას სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს.

გამომსვლელთა მოხსენებების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ