ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დუბლინის „ჩესტერ ბითის“ ბიბლიოთეკაში ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლის „Mixed Melodies” კონცერტი გაიმართა

2017 წლის 3 დეკემბერს, დუბლინში მდებარე „ჩესტერ ბითის" ბიბლიოთეკაში ბავშვთა ქართული სიმღერის ანსამბლის „Mixed Melodies" კონცერტი გაიმართა. ანსამბლის მიერ შესრულდა როგორც ტრადიციული ქართული ხალხური, ასევე, ცნობილი ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები.

კონცერტმა „ჩესტერ ბითიში" შეკრებილი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ვოკალური ანსამბლი „Mixed Melodies", რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსი, დუბლინში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს აერთიანებს და ანსამბლს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ირლანდიაში ქართული კულტურის წარმოჩენის საქმეში.

საგულისხმოა, რომ ჩესტერ ბითის ბიბილიოთეკაში ინახება უძველესი და უნიკალური ექსპონატები - ხელნაწერები, მინიატურული ნახატები, წიგნები და სხვ,. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2700 წლიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე, რომელთა შორის ასევე არის უნიკალური ქართული ხელნაწერები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ