ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო Doing Business 2018–ის რეიტინგის პირველ ათეულშია

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მე-9 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის.

საქართველო კვლავ გამოირჩევა როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.

საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში.

DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ახალი ზელანდია

2. სინგაპური

3. დანია

4. კორეა

5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი

6. აშშ

7. დიდი ბრიტანეთი

8. ნორვეგია

9. საქართველო

10. შვედეთი

საქართველო რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ