ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 27.02.2017

2017 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 
განთავსების თარიღი: 26.02.2017

2017 წლის 23 თებერვალს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის ირლანდიის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევა.

 
განთავსების თარიღი: 25.02.2017
 
განთავსების თარიღი: 16.02.2017

2017 წლის 16 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

 
განთავსების თარიღი: 14.02.2017

2017 წლის 14 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მაიკლ ჰილი-რეისთან.

 
განთავსების თარიღი: 07.02.2017

07.02.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 
განთავსების თარიღი: 02.02.2017

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 15 17 18
19 20 21 22 23 24
28        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ