ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 28.03.2017

 

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

 

 
განთავსების თარიღი: 23.03.2017

2017 წლის 22 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე" ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema" გამართულ ღონისძიებაში.

 
განთავსების თარიღი: 12.03.2017

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

 
განთავსების თარიღი: 03.03.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

 
განთავსების თარიღი: 01.03.2017

2017 წლის 27-28 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის ქალაქ ლიმერიკს ეწვია.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      2 4
5 6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ