ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 29.05.2017

2017 წლის 29 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის რაგბის ფედერაციის (IRFU) ვიცე-პრეზიდენტთან ფილიპ ორთან, რომელიც ირლანდიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი 2018-2019 წლების ვადით გახდება.

 
განთავსების თარიღი: 26.05.2017

2017 წლის 26 მაისს, ირლანდიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 
განთავსების თარიღი: 24.05.2017

პროგრამა „მომავლის ბანაკი" ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში დასვენების მიზნით იწვევს საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა 7 დღეს შეადგენს, ხოლო პროგრამის განხორციელების პერიოდია: პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო, მეორე ნაკადი: 5-11 აგვისტო, მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

პროგრამას „მომავლის ბანაკი" ახორციელებს საქართველოს მთავრობა და იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

 
განთავსების თარიღი: 24.05.2017

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

 
განთავსების თარიღი: 22.05.2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე - „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა". 

 
განთავსების თარიღი: 16.05.2017

2017 წლის 15 მაისს გაიმართა მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ირლანდიასთან, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ირლანდიის დელეგაციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოსა და პოლიტიკის განყოფილების გენერალური დირექტორი ოუენ ო'ლირი. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოში ირლანდიის ელჩი (რეზიდენციით სოფია) მაიკლ ფორბსი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან.

 
განთავსების თარიღი: 10.05.2017

2017 წლის 10 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან დენის ო'დონოვანთან.

 
განთავსების თარიღი: 09.05.2017

2017 წლის 8-9 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სამუშაო ვიზიტი გამართა კლერის საგრაფოში. ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს.

 
განთავსების თარიღი: 06.05.2017

2017 წლის 6 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, ქართულ დიასპორასთან ერთად, პირველად მიიღო მონაწილეობა დუბლინში ენებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სახელწოდებით „Live, Love, Learn Languages - Language Fair".

 
განთავსების თარიღი: 03.05.2017

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 4 5
7 8 11 12 13
14 15 17 18 19 20
21 23 25 27
28 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ