ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 24.11.2017

24.11.2017 - ​გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ.

 
განთავსების თარიღი: 23.11.2017

2017 წლის 23 ნოემბერს საქართველოს საელჩომ საპატიო სტუმრის სტატუსით „ვიშეგრადის ჯგუფის" მიერ ორგანიზებულ ბიზნეს პრეზენტაციაში Vishegrad4 Startups in Ireland, Czech Republic, Hungary, Poland, Slovakia and Georgia as special guest მიიღო მონაწილეობა.

 
განთავსების თარიღი: 21.11.2017

 

2017 წლის 21 ნოემბერს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიაში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ოლენა შალოპუტთან ერთად გამართა შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ მაიკლ ჰილი-რეისთან.

 
განთავსების თარიღი: 19.11.2017

2017 წლის 19 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც დუბლინში ყოველწლიურად იმართება დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით.

 
განთავსების თარიღი: 11.11.2017

10.11.2017 ირლანდია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირის საბჭოს ესტონეთის თავმჯდომარეობის, ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „საქართველოს ევროპული გზა".

 
განთავსების თარიღი: 10.11.2017

2017 წლის 10 ნოემბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალურ მდივანთან, ევროკავშირის საკითხებში განყოფილების გენერალურ დირექტორთან რორი მონტგომერისთან.

 
განთავსების თარიღი: 09.11.2017

2017 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. დუბლინს, სადაც შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შონ ო'ფარელთან.

 
განთავსების თარიღი: 07.11.2017

ძვირფასო თანამემამულეებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი მიხეილ ჯანელიძის ინიციატივით, დიასპორასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებში შესაძლებელი იქნება თვეში ორჯერ შეხვედრის გამართვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან.

შეხვედრებზე მოქალაქეებს ექნებათ საშუალება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას გაუზიარონ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. თავის მხრივ, საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს კომპეტენციის ფარგლებში მიაწვდის ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის ხუთშაბათს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: 17 მორჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ 4.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8
12 13 14 15 16 17 18
20 22 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ