Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. კორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ქ. კორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 11 მაისს, საელჩოს საკონსულოს წარმომადგენლები მივლინებით ჩავლენ ქ. კორკში საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით. 
შესაძლებელი იქნება განაცხადების ჩაბარება შემდეგ მომსახურებებზე:  
 ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება;
 ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება;
 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
 სხვადასხვა ცნობა;
 ცნობა ნასამართლობის შესახებ;
 ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ;
 თარგმანის შესრულება/დამოწმება;
 საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
 საქართველოს მოქალაქეობის გამონაკლისის წესით მინიჭება.
ყურადღება: ნებისმიერი ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად გთხოვთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან მისი ასლი. 
პასპორტის, პირადობის მოწმობის და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად, ასევე მოქალაქეობის შესახებ განცხადების წარდგენისათვის სავალდებულოა 1 ც. დაბეჭდილი ბიომეტრული ფოტოსურათი და მისი ელექტრონული ვერსია- ჩაწერილი დისკზე. 
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00- დან 14:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: Cork College of FET Morrison’s Island Campus Centre, Cork, T12H685 
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 019059575 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00 სთ.-მდე). გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 0873427472.