Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების და ანსამბლების ხელმძღვანელებთან

საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, საელჩოში გაიმართება შეხვედრა ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან და ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების და ანსამბლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მიზანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული დიასპორული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივების, სამომავლო გეგმების და თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
შეხვედრა ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის. გთხოვთ, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]