ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად ქართული დროშის ფერებში განათდა დუბლინის Samuel Beckett ხიდი, ასევე 21-27 მაისს დუბლინის ცენტრში გამოიფინა ქართული დროშები.

26 მაისს ქ. დუბლინში Marlay Park-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა- ,,კავკასიონი''.
ირლანდიაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქართული დიასპორა - ქართული კულტურის ცენტრს, მის თავმჯდომარეს ლელა შურუპოვას, თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავისი წვლილი შეიტანა.