საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძისა და ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების შეხვედრას უმასპინძლა

2020 წლის 5 თებერვალს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთერთ პრიორიტეტთან  დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობით“   დაკავშირებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შედგაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის და ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილს  შეხვედრა ირლანდიაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან. 

 

შეხევდრაზე ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოს პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რომელიც ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული ახალგარზდბის განვითარებაში ახალგარზდების როლის გაზრდას გულისხმობს. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდობის სახელმწიფო სტრატეგიაზე და ამ მხრივ არსებულ პრიორიტეტებზე. 

 

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. მან ხაზი გაუსვა  საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ და მზარდ თანამშრომლობას

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, განათლების სისტემებს შორის თავსებადობასა და ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტებზე.

 

სტუდენტებთან შეხვედრას თანაორგანიზება გაუწია ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნანა ოდიკაძემ. 

 

აღსანიშნავია, რომ  თსუ-ს  რექტორი გიორგი შარვაშიძე ირლანდიას დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტის მიწვევით სტუმრობს.