საქართველოს საელჩო მოუწოდებს ირლანდიაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ირლანდიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს:
გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ შეიზღუდა:
- დახურულ სივრცეში 100 ადამიანამდე შეკრება
- ღია სივრცეში 500 ადამიანამდე შეკრება
ამასთან, მიმდინარე წლის 29 მარტამდე დაიკეტა სკოლები, ბაღები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები, მათ შორის, ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
საქართველოს საელჩოში მოქმედებს საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი: +353 87 3427472