საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის-დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 9 აპრილის მემორიალი, მთავრობის წევრებთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან ერთად გვირგვინით შეამკო. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამწუხაროდ  ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის  ჯერ დასრულებული არ არის, რადგან საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია და ასევე გრძელდება ქვეყნის ბრძოლა   საქართველოს  სრულფასოვანი  ინტეგრაციისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.
 
„მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც  თავი გაწირა და შეეწირა ამ ბრძოლას. მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ვალია, რომ ვიყოთ გაერთიანებული და კონსოლიდირებული, ისევე როგორც  9 აპრილს იყო სრული ერთობა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს  სჭირდება დღეს ერთიანობა უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის  ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა,  ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება.