Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში - ქართული დიასპორას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ქ. დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს და „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში - ქართული დიასპორას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ქ. დუბლინის წმ. ავგუსტინეს ტაძარში ქართული პოლიფონიის კონცერტი გაიმართა.
ქართული საგალობლები და ფოლკლორული სიმღერები შესრულდა საქართველოდან მოწვეული სტუმრების - ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ნატალია ზუმბაძის; მუსიკოლოგიის დოქტორის, ეთნომუსიკოლოგის, დავით შუღლიაშვილის; ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ოთარ კაპანაძისა და ირლანდიაში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის „კავკასიონის“ მიერ.
კონცერტს ესწრებოდნენ ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ირლანდიელი სტუმრები და ირლანდიაში მცხოვრები ქართველები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის კონცერტის ორგანიზებისათვის ირლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს ლელა შურუპოვას, ზურა ჯავახიშვილს და კონცერტის მონაწილეებს ქართული ფოლკლორის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.