საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირლანდიელმა პარლამენტარებმა დაადასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ პროცესში ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა

2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუს (Joe McHugh) და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება ისტორიული ნაბიჯია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი და ამ პროცესში, ქვეყნის შემდგომი ძალისხმევის მხარდაჭერა.

საუბრისას, მხარეებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია, რაც პირდაპირი საფრთხის წინაშე აყენებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას. ამ კონტექსტში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ირლანდიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების თანმიმდევრული პოზიციის აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს როლს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. ამ კონტექსტში, ლაშა დარსალია მიესალმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ირლანდიის სენატმა 2022 წლის 14 ივნისს მიიღო. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მიღების ტენდენცია (2017-2022 წ.წ. ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი 4 რეზოლუცია მიიღო) მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოსა და ირლანდიის  ურთიერთობებში მზარდ დინამიკასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ირლანდიელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და  ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვეს რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.