Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სოფიო ქაცარავა

დაბადების თარიღი და ადგილი

ქ. თბილისი, 8 დეკემბერი, 1976 წელი

პროფესიული კარიერა

2020 - 2024 - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

2016 - 2019 - საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველო-გაერთიანებულ სამეფოს შორის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" საპარლამენტო განზომილების თავმჯდომარე.

2005 – 2016 - სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში საქართველოში.

1999 - 2005 - სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდში (WWF).

განათლება 

1999 - ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.

განსაკუთრებული მიღწევები

2023 - გადაეცა 2023 წლის საუკეთესო დიპლომატის ჯილდო.

2016 - დედოფალი ელისაბედ II-ის მიერ მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო (MBE) ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი (დესპანი)